გათამაშების რეგლამენტი და მოწყობის პირობები
წინამდებარე რეგლამენტი და გათამაშების მოწყობის პირობები (შემდგომში „წესები“)
განსაზღვრავს გათამაშებაში მონაწილეობის, საპრიზო ფონდის გათამაშების და
გამარჯვებულთა გამოვლენის ზოგად წესებს.
1. გათამაშების ორგანიზატორი:
1.1 სს „ნიკორა ტრეიდი“ ს/კ: 206255808,
იურიდიული მისამართი: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი,
მრევლიშვილის ქ. 2
1.2 სს „ნიკორა ტრეიდი“ არის ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელი
საქართველოს მასშტაბით, რომელიც აერთიანებს „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და
„ლიბრეს“ სუპერმარკეტების ქსელს, აგრეთვე „ჰოთ-დოგ რუმს. “ნიკორა ტრეიდი“
მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის უმაღლესი ხარისხისა და
მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქციას, როგორებიცაა: ხორცპროდუქტები,
რძის პროდუქტები, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელი, ტკბილეულობა,
გამომცხვარი პროდუქტი და ა.შ.
1.3 ეს გათამაშება ტარდება მხოლოდ ,,ნიკორა სუპერმარკეტის“ ნიშნით მოქმედი სავაჭრო
ობიექტებისთვის/სუპერმარკეტებისთვის
2. გათამაშების მიზეზი:
გათამაშების მიზეზს წარმოადგენს „ნიკორა სუპერმარკეტის“ არსებული და პოტენციური
მომხმარებლების წახალისება, ბრენდის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ზრდა,
ასევე მომხმარებლისთვის შანსის მიცემას, დაესწროს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების
თამაშებს ერთ-ერთ უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე, ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიაში.
3. გათამაშების მიზანი:
გათამაშების მიზანია, როგორც ახალი, ასევე ლოიალური მომხმარებლის რიცხვის ზრდა და
გაყიდვების სტიმულირება.
4. გათამაშების ჩატარების ვადები და ადგილი, კომისია
გათამაშება დაიწყება 2024 წლის 1 მაისს 00:00:01 საათიდან და გაგრძელდება 2024 წლის 31
მაისის 23:59:59-ის ჩათვლით (შემდგომში „გათამაშების პერიოდი“). გათამაშება ჩატარდება
ვებ-პლატფორმა www.euro2024nikora.ge-ის (შემდგომში ,,პლატფორმა“)
გამოყენებით.გათამაშების მიმდინარეობისას, ორგანიზატორის მასშტაბით შეიქმნება
კომისია, რომელიც უზრუნველყოფს გათამაშების ჩატარებას/საპრიზო ფონდის -
გათამაშებას, წამახალისებელი გათამაშების მოწყობას წინამდებარე წესებისა და პირობების
(რეგლამენტის) დაცვით და მათ შესაბამისად.
5. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების წესები და აუცილებელი პირობები:
5.1 გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან
მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და
კრიტერიუმებს;
5.2 გათამაშებაში ჩართვა არ ხდება ავტომატური გზით.
5.3 გათამაშებაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი პირობაა გათამაშებაში
მონაწილეობის უფლების მქონე პირმა პლატფორმებზე გაიაროს რეგისტრაცია,
დაეთანხმოს გათამაშებაში მონაწილეობას და განთავსებულ პირობებს.
5.4 გათამაშებაში მონაწილეობისთვის, უფლების მქონე და პლატფორმაზე
რეგისტრირებულმა პირმა, გათამაშების პერიოდში უნდა დაასკანეროს ამავე პერიოდში
,,ნიკორა სუპერმარკეტის“ ნებისმიერ ფილიალში ადგილზე გადახდით ნაღდი ან
საბანკო ტერმინალით ანგარიშსწორების გზით განახორციელებული მინიმუმ 10 (ათი)
ლარის შენაძენის, დამადასტურებელი პროგრამული ჩეკი, რომელზეც დატანილი
იქნება QR კოდი..
5.4.1 ადგილზე გადახდილად ჩაითვლება ,,ნიკორა სუპერმარკეტის“ სასაჩუქრე
ვაუჩერის განაღდებით განხორციელებული შენაძენი, რომლის დროსაც ჩეკზე
დაგენერირდება QR კოდი.
5.4.2 ადგილზე გადახდილად არ ჩაითვლება, ონლაინ
პლატფორმებით/ელექტრონული კომერციის მეშვეობით განხორციელებული
შენაძენი. ასეთი შენაძენი (ჩეკი) არ მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში (მასზე
არ დაგენერირდება QR კოდი);
5.4.3 გამონაკლისი ვრცელდება „ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათით
პროდუქტის შესყიდვაზეც, კერძოდ „ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი
ბარათზე არსებული ქულების განაღდების გზით გადახდის შემთხვევაში,
ასეთი შენაძენი (ჩეკი) არ მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში (მასზე არ
დაგენერირდება QR კოდი).
5.5 პროგრამული ჩეკი არ წარმოადგენს სახელობით/პერსონიფიცირებულ დოკუმენტს,
შესაბამისად ჩაითვლება რომ ჩეკი ეკუთვნის მონაწილეს, რომელმაც დაასკანირა ჩეკზე
არსებული QR კოდი. ამ მხრივ ორგანიზატორი იხსნის ყველა პასუხისმგებლობას.
5.6 ორგანიზატორი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ „ნიკორა
სუპერმარკეტიდან“ შენაძენის დამადასტურებელი პროგრამული ჩეკის, შენეძის
მომენტში წაურებლობაზე, ასევე ჩეკზე დატანილი QR კოდის
გამოუყენებლობა/დაუსკანირებლობაზე. ამ მხრივ ორგანიზატორს არ შეიძლება
დაეკისროს რაიმე სახის პრეტენზია.
5.7 გათამაშების მექანიკა მოცემულია წინამდებარე წესების მე-9 მუხლში.
5.8 პლატფორმებზე შესვლისას გაცხადებული თანხმობით და გათამაშებაში
მონაწილეობის მიღებით მონაწილე სრულიად ეთანხმება გათამაშების წინამდებარე
წესებს და პირობებს.
5.9 გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
6. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან და გამარჯვებულად ვერ
გამოვლინდებიან:
6.1 არასრულწლოვანი/18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირები;
6.2 ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
6.3 იურიდიული პირები, სხვა მსგავსი წარმონაქმნები, ასევე ორგანიზატორის ბაზში
შემსყიდველად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე პირები
რომლებიც შენაძენისთვის ადგილზე არ ახორციელებს გადახდას.
6.4 საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირები, რომელთაც
ეკრძალებათ/გათამაშების პერიოდში აეკრძალათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება;
6.5 პირები, რომლებიც რეგისტრაციის მომენტში არ დაეთანხმნენ წესებისა და პირობების
ველს.
7. გათამაშების პრიზი:
7.1 თამაშდება 33 (ოცდაცამეტი) საგზური საქართველოს ეროვნული საფეხბურთო
ნაკრების 3 (სამი) თამაშზე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში. საგზურები მოიცავს
თამაშზე დასასწრებ ბილეთს, ორმხრივ ავიაბილეთსა და სასტუმროში განთავსებას.
7.2
პრიზი
რაოდენობა
ერთეულის
ღირებულება
ჯამური
ღირებულება/საპრიზო
ფონდი (მოიცავს
საშემოსავლო
გადასახადს)
• საქართველო-
თურქეთის
საფეხბურთო მატჩის
ბილეთი, გერმანიაში
• ავია ბილეთები
ორმხრივი
მიმართულებით
• სასტუმროში
განთავსება 1 კაციან
ნომერში
11
4,738.56
ლარი
52,124.16 ლარი
• საქართველო-
ჩეხეთის
საფეხბურთო მატჩის
ბილეთი, გერმანიაში
• ავია ბილეთები
ორმხრივი
მიმართულებით
• სასტუმროში
განთავსება 1 კაციან
ნომერში
11
5,234.86455
ლარი
57,583.51 ლარი
• საქართველო-
პორტუგალიის
საფეხბურთო მატჩის
ბილეთი, გერმანიაში
• ავია ბილეთები
ორმხრივი
მიმართულებით
• სასტუმროში
განთავსება 1 კაციან
ნომერში
11
4,377.06545
ლარი
48,147.72 ლარი
საპრიზო ფონდი სულ: 157,855.39 ლარი
7.3 დაუშვებელია პრიზის სანაცვლოდ შესაბამისი ფულადი საფასურის გაცემა, გარდა ამ
წესების 11.3 პუნქტში მოცემული გამონაკლისი შემთხვევისა;
7.4 დაუშვებულია გამარჯვებულის მიერ პრიზის გადაცემა მესამე პირზე.
7.5 ორგანიზატორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ გამარჯვებული დადგენილ ვადებში არ
მიიღებს პრიზს. პრიზის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიუღებლობისას,
ორგანიზატორი კომპანია განკარგავს მისი შეხედულებისამებრ.
7.6 ორგანიზატორი კომპანია არ აგებს პასუხს გამარჯვებული პირის მიერ მიღებული
საჩუქრის/პრიზის გამოუყენებლობაზე, ნებისმიერი მიზეზით. ორგანიზატორი იხსნის
სრულ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაზე, თუ გათამაშებაში მოგებული/მიღებული
პრიზის /თანხის მიღების გამო მონაწილე დაკარგავს/შეუჩერდება რაიმე სტატუსი.
7.7 სიცხადისთვის, კონკრეტდება რომ ორგანიზატორი კომპანია არ ანაზღაურებს/არ
უზრუნველყოფს გათამაშებაში მონაწილეობისთვის, პრიზების მიღება/გამოყენების
რაიმე სხვა დამატებით ხარჯებს (მათ შორის და არა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომის
ხარჯებს, სმს შეტყობინების ხარჯების, სამგზავრო დოკუმენტის მომზადების ხარჯებს
და სხვა ნებისმიერი ხარჯი, რომელიც შეიძლება გათამაშებაში მონაწილეობის ან
პრიზის მიღებისთვის სჭირდებოდეს მონაწილეს). აღნიშნული ხარჯები არ
გაითვალისწინება საპრიზო ფონდში. პრიზის გარდა გათამაშებაში მონაწილეობისთვის
და პრიზის მიღება/სარგებლობისთვის ყველა სხვა ხარჯის გაწევა ეკისრება მონაწილეს.
7.8 გათამაშების საინფორმაციო მხარდაჭრისთვის გათამაშების ორგანიზატორი იყენებს
სოციალურ ქსელის Facebook-ის , Instagram-ის, და სხვა სოციალურ გვერდებს და
პლატფორმებს, ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა მარკეტინგული
საკომუნიკაციო არხები.
8. მოთამაშეების გახსნის ცხრილი:
დახარჯული თანხის ოდენობა
ჩეკზე
QR-ზე მოთამაშის
შესაბამისი რაოდენობა
10-19,99 ლარი
1
20-29,99 ლარი
2
30-39,99 ლარი
3
40-49,99 ლარი
4
50-59,99 ლარი
5
60-69,99 ლარი
6
70-79,99 ლარი
7
80-89,99 ლარი
8
90-99,99 ლარი
9
100 ლარი და ზევით
10
9. გათამაშების ჩატარების მექანიკა:
9.1. გათამაშების პერიოდში „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში 10 და მეტი ლარის
ღირებულების პროგრამულ ჩეკზე დაიბეჭდება უნიკალური QR კოდი, რომელიც
შეესამაბემა პლატფორმაზე გასახსნელ მოთამაშეების რაოდენობას, გაკეთებული
შენაძენის მიხედვით, მე-8 მუხლის შესაბამისად.
9.2. მომხმარებელი დაასკანერებს QR კოდს, რომელიც გადაიყვანს პლატფორმა
www.euro2024nikora.ge-ზე. პირველად შესვლის შემთხვევაში, მომხმარებელი გაივლის
რეგისტრაციას, ყოველი შემდგომი შესვლის შემთხვევაში კი ავტორიზაციას.
რეგისტრაციისას მონაწილეობის მსურველმა და უფლების მქონე პირმა უნდა დაიცვას
მე-10 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის წესები. რეგისტრაციის
დადასტურების შემდეგ მონაწილეს პლატფორმაზე ეძლევა წვდომა „პირად
კაბინეტზე“, რომელიც წარმოადგენს მონაწილის ვირტუალურ ანგარიშს(ექაუნთს) და
შეიცავს მონაწილის პერსონალურ მონაცემებს, თითოეული მოედნის ჭრილში მის მიერ
შეგროვებული ფეხბურთელების სტატისტიკას, რომელი და რა რაოდენობის
ფეხბურთელი ყავს დაგროვებული, აგრეთვე რომელი მოთამაშე არ არის გახსნილი,
ასევე ინფორმაციას საერთო რეიტინგის შესახებ.
9.3. პლატფორმაზე მონაწილეს შესაძლებელი ექნება მხოლოდ ერთხელ გაიაროს
რეგისტრაცია (ერთი პირადი ანგარიში), მაიდენტიფიცირებელი არის მისი
პერსონალური ინფორმაცია რომლითაც რეგისტრირდება: პირადი ნომერი, მობილური
ნომერი.
9.4. მომხმარებელს პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მისი პერსონალური
ინფორმაციის ცვლილების უფლება არ ექნება, მხოლოდ პაროლის აღდგენა/შეცვლა
შეეძლება.
9.5. ჩეკზე დატანილი QR -ის შესაბამისი მოთამაშეების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ
ერთხელ, შესაბამისად უკვე გამოყენებული QR არ არის ვალიდური გამოყენებისთვის.
9.6. შესყიდვიდან (ჩეკზე QR დაგენერირებიდან) 24 საათის გასვლის ან დასკანირების
შემდეგ მოედნის არჩევიდან 1 საათის გასვლის შემდეგ, მონაწილეს მოთამაშის გახსნის
საშუალება აღარ ექნება და QR ავტომატურად ანულირდება, არავალიდური ხდება
გამოყენებისთვის/ ვერ მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში.
9.7. რეგისტრაცია/ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი 3 სხვადასხვა სტადიონიდან
ირჩევს მისთვის სასურველს. სტადიონები შეესაბამება ევრო 2024-ზე საქართველოს
ნაკრების მატჩებს ჯგუფურ ეტაპზე: საქართველო-თურქეთი, საქართველო-ჩეხეთი,
საქართველო -პორტუგალია.
9.8. მონაწილეს შეეძლება 3 სტადიონზე დამოუკიდებლად სცადოს განსხვავებული
მოთამაშეების შეგროვება, თუმცა გამარჯვებას მხოლოდ 1 სტადიონზე (რომელზეც
პირველი დააგროვებს 11 უნიკალურ მოთამაშეს) შეძლებს. გამარჯვების შემთხვევაში
მონაწილეს დარჩენილ 2 სტადიონზე თამაშის გაგრძელების საშუალება არ ექნება,
მიუხედავად იქ დაგროვებული მოთამაშეებისა.
9.9. სასურველი სტადიონის არჩევის შემდეგ მომხმარებელს გამოუჩნდება მოედანი
რომელზეც განლაგებულია 11 განსხვავებული პოზიციის მოთამაშე და აგრეთვე
ცენტრში დიდი ზომის ბურთი, რომელზე დაჭერის შემდეგაც შემთხვევითობის
პრინციპით გაეხსნება ამ 11 განსხვავებული პოზიციის მოთამაშეებიდან ერთ-ერთი.
9.10. მონაწილეს ერთ ჯერზე შეუძლია გახსნას იმდენი მოთამაშე, რამდენიც ეკუთვნის
ერთი კონკრეტული ჩეკის მიხედვით. მაგალითად თუ ჩეკის ღირებულება არის 30-დან
39,99 ლარამდე, მას ეკუთვნის 3 მოთამაშის გახსნა, შესამაბიმისად მონაწილეს
შერჩეულ სტადიონზე შეეძლება სამჯერ დააჭიროს ბურთს და გახსნას 3 ფეხბურთელი.
9.11. თუ მონაწილე ჩეკზე QR დასკანირების შემდეგ არჩეულ მოედანს მანამდე დატოვებს,
სანამ ჩეკით განკუთვნილი რაოდენობის ყველა მოთამაშეს გახსნის, გასვლამდე
დაადასტურებს ღილაკზე დაჭერით მის სურვილს გასვლის შესახებ, ამ შემთხვევაში
გაუხსნელი მოთამაშეები ავტომატურად ანულირდება და არ დაელოდება ერთი საათის
გასვლას.
9.12. სტადიონზე გადასვლამდე, მონაწილე ღილაკზე დაჭერით ადასტურებს
კონკრეტული მოედნის არჩევას, რადგან სტადიონზე შესვლის შემდეგ მოხმარებელს
QR-ის შესაბამისი მოთამაშეების გახსნა/გახარჯვა მხოლოდ აქ შეეძლება და სხვა
სტადიონს ვეღარ გახსნის (ამ ჩეკით)
9.13. ბურთზე დაჭერის რაოდენობა გენერირდება ჩეკის შესაბამისად ავტომატურად, რასაც
QR-ის დახმარებით უზრუნველყოფს პროგრამული კავშირი სალარო სისტემასა და ვებ-
პლატფორმას შორის.
9.14. ერთ მომხმარებელზე ჩეკების რაოდენობა არ არის შეზღუდული, მე-8 პუნქტის
შესაბამისად, შეზღუდვა მოქმედებს მხოლოდ ერთ ჯერზე გაცემული ჩეკის ფარგლებში
გენერირებულ მოთამაშეზე.
9.15. შესაძლებელია მომხმარებელს გაეხსნას ერთი და იგივე პოზიციის ფეხბურთელი
მრავალჯერ.
9.16. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ყოველი ახალი ჩეკის შემთხვევაში, თავიდან
აირჩიოს სასურველი სტადიონი. ასეთ შემთხვევაში სხვა სტადიონზე უკვე
გენერირებული ფეხბურთელები უნარჩუნდება ჩვეულებრივ, თუმცა არ მოხდება უკვე
გენერირებული ფეხბურთელების ტრანსფერი ერთი სტადიონიდან მეორეზე.
9.17. მონაწილეს თითოეული მატჩის ჭრილში გამოუჩნდება კონკრეტულ მომენტში
ლიდერი 11 მონაწილის სტატისტიკა, რაც მოიცავს: სახელს, გვარის პირველ ასოს,
უკვე გახსნილი უნიკალური ფეხბურთელების რაოდენობას, დროს თუ როდის
გახსნა ბოლო ახალი პოზიციის ფეხბურთელი. ლიდერი გულისხმობს იმ
მონაწილეს, ვისაც კონკრეტულ მომენტში მეტი განსხვავებული პოზიციის
ფეხბურთელი ყავს გახსნილი.
9.18. გათამაშების პერიოდში ფეხბურთელების ამოსვლა არის დამოკიდებული
ალბათობაზე.
9.19. გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდებიან შერჩეული სამი საფეხბურთო
მატჩის მიხედვით დამოუკიდებლად. თითოეული მატჩის ჭრილში
გამარჯვებული იქნება ის 11 მონაწილე, რომელიც პირველი შეაგროვებს შერჩეულ
სტადიონზე 11 განსხვავებული პოზიციის მოთამაშეს, ანუ შეკრავს მთლიან გუნდს
და ამასთანავე ფაქტის დაფიქსირებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში
უპასუხებს ორგანიზატორის მხრიდან გამარჯვების დასადასტურებლად
განცორციელებულ სატელეფონო ზარს, სმს შეტყობინებას, ან ელ-ფოსტას .
შესაბამისად საქართველო-თურქეთის მატჩზე გვეყოლება 11 გამარჯვებული,
საქართველო-ჩეხეთის მატჩზე - 11 გამარჯვებული, საქართველო-პორტუგალიის
მატჩზე - 11 გამარჯვებული. ჯამში გამოვლინდება 33 გამარჯვებული.
9.20. იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტი მონაწილე ერთდროულად შეაგროვებს 11
მონაწილეს, გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელმაც უფრო ადრე
გახსნა ფეხბურთელი.
9.21. როდესაც ერთ სტადიონზე გამოვლინდება 11 გამარჯვებული, აღნიშნული
სტადიონი ჩაიკეტება და აღარ იქნება შესაძლებელი ამ მატჩზე ფეხბურთელების
გახსნა.
9.22. 11 განსხვავებული მოთამაშის შეგროვების შემდგომ, მოთამაშეს ეკრანზე
ამოუვარდება შეტყობინება, რომ მოგების დასადასტურებლად მას 1 სამუშაო დღის
ვადაში დაუკავშირდება ორგანიზატორი ნომრიდან 032 2 30 33 33 და
აუცილებლად უნდა უპასუხოს ამ ზარს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოგება
ანულირდება და ორგანიზატორი კომპანია განკარგავს შეხედულებისამებრ.
ორგანიზატორის მხრიდან ზარის განხორციელება მოხდება რამდენჯერმე,
არანაკლებ 5 და არაუმეტეს 10 ცდისა. აგრეთვე მოხდება სმს შეტყობინებისა და ელ-
ფოსტის გაგზავნა კავშირზე გამოსვლის თხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე
არ გამოვა კონტაქტზე, გამარჯვებულად არ ჩაითვლება.
9.23. გამარჯვებულის გამოვლენის და მასთან დაკავშირების შემდეგ,
გადამოწმებისთვის და პრიზის მიღებისთვის, გამარჯვებულმა დაკავშირებიდან 3
დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეობის
დამადასტურებელი, ვალიდური დოკუმენტი, კერძოდ საქართველოს მოქალაქის
პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დოკუმენტის წარდგენა
შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, შემდეგ ელ-ფოსტაზე გაგზავნით:
evropaze@nikoratrade.ge, ასევე ადგილზე წარდგენით ორგანიზატორის
მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქ #7, სავაჭრო
ცენტრი ,,ქარვასლა“, სართული 4. თუ გამარჯვებული პირი მე-6 პუნქტში
გათვალისწინებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთ შეზღუდვაში მაინც ხვდება, მისი
მოგება ანულირდება და ორგანიზატორი კომპანია განკარგავს მას
შეხედულებიდამებრ.
9.24. გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ საგზურს გერმანიაში, რომელიც მოიცავს:
ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში 1 კაციან ნომერში განთავსებას და იმ მატჩის
ბილეთს, რომელიც მოიგეს გათამაშების მიხედვით,
9.25. თუ ჩეკზე ტექნიკური მიზეზების გამო არ დაგენერირდა QR (გარა იმ შემთხვევასა
თუ წესების მიხედვით ჩეკს არ ეკუთვნის QR-ის გენერაცია) ან თუ მონაწილე
პროგრამაში ვერ ახდენს QR-ის გამოყენებას, პლატფორმის ტექნიკური ხარვეზის
გამო, მომხმარებელს შეუძლია შესყიდვიდან პირველი 24 საათის განმავლობაში
მიმართოს კომპანიას შემდეგ მისამართზე: ცოტნე დადიანის ქ #7, სავაჭრო ცენტრი
,,ქარვასლა“, სართული 4. წარადგინოს ჩეკის სრული სურათი, მისი პერსონალური
ინფორმაცია, რომლითაც რეგისტრაცია აქვს გავლილი პლატფორმაზე და
გადამოწმების შემდეგ, 24 საათის ვადაში პირად კაბინეტზე შეტყობინებებში
გაეგზავნება დაგენერირებული QR კოდი ჩეკის ღირებულების შესაბამისად.
კონკრეტდება რომ ზემოაღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზზე
მონაწილემ/მომხმარებელმა ორგანიზატორს უნდა მიმართოს შესყიდვიდან
პირველი 24 საათის განმავლობაში. აღიშნული ვადის შემდეგ ჩეკი და მასზე
დატანილი QR კოდი გაქუმებულია და ამ ტექნიკურ ხარვეზზე გადამოწმება ვერ
მოხერხდება.
9.26. გამარჯვებულთან დაკავშირების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერას კომისიის
თანდასწრებით, უზრუნველყოფს გათამაშების ორგანიზატორი.
9.27. ერთ მატჩის ფარგლებში გამარჯვებულ 11 ადამიანს პროგრამულად აღარ ექნება
საშუალება, მონაწილეობა გააგრძელოს დანარჩენი 2 მატჩის გათამაშებაში.
მონაწილეს შეუძლია ჩეკზე დატანილი QR-ით სარგებლობა ჩეკის გაცემიდან 24
საათის განმავლობაში. მოთამაშეების გახსნა შესაძლებელია მოედნის არჩევიდან 1
საათის განმავლობაში.
10. პლატფორმაზე რეგისტრაციის წესები
10.1 მონაწილობის მსურველმა საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ
პლატფორმაზე რეგისტრაციისას უნდა შეიყვანოს სწორი და უტყუარი ინფორმაცია
პირადობის დამადასტურებელ/დოკუმეტაციაში მითითებული ინფორმაციის
იდენტურად. რეგისტრაციისას მოთხოვნილი ინფორმაცია:
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა, ტელეფონის
ნომერი, პაროლი. არასწორად/შეცდომაში შეყვანის მიზნით სპეციალურად მცდარი
მონაცემების რეგისტრაციის ფაქტის აღმოჩენისას, ორგანიზატორი
უფლებამოსილია უარი უთხრას გამარჯვებულ მონაწილეს პრიზის გადაცემაზე.
ორგანიზატორის უარი მონაწილეს ართმევს უფლებას წარადგინოს
ორგანიზატორის მისამართით პრეტენზიები, მათ შორის, მოითხოვოს
ორგანიზატორისგან ნებისმიერი სახის კომპენსაცია.
11. პრიზების გადაცემა
11.1 გამარჯვებულებზე პრიზების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30
კალენდარული დღე.
11.2 წესების 7.2 პუნქტით გათვალისწინებული პრიზის სპეციფიკის (მატჩების ვადა)
გათვალისწინებით, ორგანიზატორი მოუწოდებს ყველა გამარჯვებულს
დაუკავშირდნენ და კუთვნილი პრიზები მიიღონ შემდეგ თარიღებამდე:
თურქეთთან თამაშის საგზურის გამარჯვებულები - 15.06.2024
ჩეხეთთან თამაშის საგზურის გამარჯვებულები - 19.06.2024
პორტუგალიასთან თამაშის საგზურის გამარჯვებულები - 23.06.2024
11.3 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებული მონაწილე პრიზის მიღებისთვის გამოცხადდება
11.1 პუნქტით გათვალისწინებულ საერთო ვადის განმავლობაში, თუმცა ვერ ჩაეტევა
იმ ვადაში, რომელიც 11.2 პუნქტით არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში
შემსრულებელზე გაიცემა გათვალისწინებული პრიზის შესაბამისი ფულადი
ანაზღაურება.
11.4 ყველა იმ მონაწილეს, რომელიც შეაგროვებს 11 განსხვავებულ მონაწილეს, პრიზის
გადაცემის შესახებ ინფორმირების მიზნით ორგანიზატორი უკავშირდება იმ
მობილურ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მონაწილემ მიუთითა საიტზე
რეგისტრაციის დროს
11.5 იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე, რომელმაც მოიგო პრიზი, არ გამოვა შემდგომ
კავშირზე/ხელშეკრულების გასაფორმებლად მოგების მომენტიდან 30
კალენდარული დღის ვადაში, მონაწილე კარგავს უფლებას მოითხოვოს თავისი
პრიზი ან 11.3 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურება.
11.6 პრიზის მიღებისას მონაწილემ აუცილებლად უნდა იქონიოს თან: საქართველოს
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და მისი ასლი.
11.7 გამარჯვებულებს გათვალისწინებული პრიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, 9.23
პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გავლის შემდეგ, საქართველოს
მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის წარდგენის საფუძველზე,
გამარჯვებულ მონაწილესთან არაუგვიანეს 6 დღის ვადაში (მოიცავს საქართველოს
მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის 3 დღიან ვადას)
გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორგანიზატორი იღებს
ვალდებულებას დათქმული პრიზით უზრუნველყოს გამარჯვებული საგზურის
შესაბამის თარიღებში. თუ გამარჯვებული უარს აცხადებს ხელშეკრულების
გაფორმებაზე, მასზე არ გაიცემა მოგებული პრიზი
11.8 გამარჯვებულებზე პრიზების გაცემა ხდება ორგანიზატორის ოფისში, მდებარე ქ.
თბილისი, ცოტნე დადიანის ქ #7, სავაჭრო ცენტრი ,,ქარვასლა“, სართული 4.
11.9 გამოვლენილი გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 3 კალენდარული დღის
ვადაში დაიდება შემდეგ საკომუნიკაციო არხებში: Facebook, Instagram, Youtube,
ტელევიზია, web-site, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა.
11.10 მონაწილე /გამარჯვებული ვალდებულია ხელი მოაწეროს ორგანიზატორის ან
უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილ ყველა აუცილებელ დოკუმენტს (მათ
შორის, პრიზის მიღება-ჩაბარების აქტს), იმ შემთხვევაში, თუკი მონაწილე სურვილს
აცხადებს პრიზების მიღებაზე.
12. პრეტენზიების წარდგენა და განხილვა
12.1 პრეტენზია წარმოდგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით ორგანიზატორის
მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქ #7, სავაჭრო
ცენტრი ,,ქარვასლა“, სართული 4. პრეტენზიის წერილში აღწერილი უნდა იყოს
პრეტენზიის შინაარსი, ასევე წარმომდგენმა უნდა მიუთითოს მისი საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი და მისამართი, სადაც სურს მიიღოს ორგანიზატორის პასუხი
მის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
12.2 პრეტენზიების განხილვა (გარდა 9.25. პუნქტში დაფიქსირებული ტექნიკური
ხარვეზების გამო დაფიქსირებული ხარვეზების გამო პრეტენზიებისა) მოხდება
ორგანიზატორის კომპანიის ადმინისტრაციის მიერ, პრეტენზიის წარდგენიდან 5
(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. პრეტენზიის წარმომდგენს მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება, პრეტენზიის წარდგენიდან არაუგვიანეს 10
(ათი) სამუშაო დღის ვადაში, პრეტენზიის წარმდგენის მიერ მითითებულ
მისამართზე.
13. ზოგადი დებულებები
13.1 გათამაშების ორგანიზატორს უფლება აქვს ბათილად სცნოს მონაწილეობის შესახებ
ყველა ან ნებისმიერი განაცხადი, ასევე აუკრძალოს წინამდებარე გათამაშებაში
შემდგომი მონაწილეობა ნებისმიერ პირს, რომელიც აყალბებს ან/და სარგებელს
იღებს ნებისმიერი გაყალბებით ან აქციაში მონაწილეობისათვის განაცხადის
შეტანის პროცესის ნებისმიერი დარღვევით ან ახორციელებს ქმედებას ნებისმიერი
იმ სხვა პირის შეურაცყოფის, მუქარის, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული
წინამდებარე გათამაშებასთან ან ახორციელებს ნებისმიერ სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ან თუკი მონაწილე საჯაროდ უარყოფითად
მოიხსენიებს ორგანიზატორს.
13.2 ორგანიზატორი უზრუნველყოფს რეგლამენტის საჯაროობას კანონით დადგენილი
წესით.
14. პერსონალური მონაცემების დამუშავება
14.1 დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი:
სს ნიკორა ტრეიდი არის დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირი რომელიც
პასუხისმგებელია თქვენი, როგორც გათამაშების მონაწილის (შემდგომში „მონაწილე“)
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია:
მისამართი : ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2
ელ.ფოსტა: info@nikoratrade.ge
ტელეფონი: (+995 32) 2 30 33 33
14.2 მონაცემთა დამუშავების მიზანი
ჩვენ დავამუშავებთ თქვენს/მონაწილის მონაცემებს შემდეგი კონკრეტული
მიზნებისათვის:
14.2.1 მოთხოვნის გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლების უზრუნველსაყოფად
თქვენთან, როგორც გამარჯვებულ მონაწილესთან კომუნიკაციის მიზნით
14.2.2 თქვენთან, როგორც გამარჯვებული მონაწილისათვის პრიზის გადაცემის მიზნით,
რომლის ფარგლებშიც, თქვენი, როგორც გამარჯვებული მონაწილის სახელი,
გვარი, ფოტო-ვიდეო გამოსახულება და გათამაშებაში მონაწილეობასთან პრიზის
მიღებასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული ფაქტები, საჯაროდ
გამოქვეყნდება ფოტო მასალისა ან/და ვიდეო რგოლის სახით ორგანიზატორის
კუთვნილ პლატფორმებზე, ასევე სხვადასხვა მედია-პლატფორმაზე, რომელიც
შესაძლოა ორგანიზატორმა/დამუშავებაზე პასუხისმგებელმა პირმა გამოიყენოს
შემდგომში სარეკლამო მიზნებისათვის.
14.2.3 მხოლოდ თქვენი დამატებითი თანხმობის შემთხვევაში გამოგიგზავნით
შეტყობინებებს ჩვენი პროდუქტების, აქციების, ფასდაკლებების, სხვადასხვა
ღონისძიებების და სიახლეებს შესახებ, ხოლო ლოალობის ბარათის მფლობელთა
შემთხვევაში გამოგიგზავნით უშუალოდ თქვენზე მორგებულ მარკეტინგულ და
სხვადასხვა სახის შეტყობინებს. აღნიშნული დამატებითი თანხმობის გამოთხოვა
შესაძლებელია ნებისმიერ დროს 10.1 პუნტში მითითებულ საკომუნიკაციო
არხების, ასევე მიღებული შეტყობინებაზე SMS OFF ფუნქციის გამოყენებით.
14.3 შეგროვებული პერსონალური მონაცემების სახეები
ჩვენს ვაგროვებთ შემდეგი ტიპის პერსონალურ მონაცემებს:
14.3.1 მაიდენტიფიცირებული მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების
თარიღი
14.3.2 საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა)
14.3.3 გამარჯვებულთან სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი
14.3.4 გამარჯვებულის მიერ პრიზის გადაცემისა და სარგებლობის ამსახველი ფოტო-
ვიდეო მასალა
14.3.5 ლოიალობის ბარათების მფლობელთა შემთხვევაში: თქვენი, როგორც
მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობები/ოპერაციები.
14.4 დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს/მონაწილის მონაცემებს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:
14.4.1 თქვენი განცხადების/გათამაშებაში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და
გათამაშების ჩატარების/გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით.
14.4.2 ლეგიტიმური ინტერესები: დამუშავება რომელიც აუციელებელია ჩვენი
ლეგიტიმური ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არ არის თქვენი
ინტერესების ან ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის
აღმატებული ინტერესი
14.4.3 თქვენს მიერ გაცემული თანხმობა
14.4.4 კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
14.5 მონაცემთა გაზიარება/გადაცემა:
ჩვენ შესაძლოა გავუზიაროთ თქვენი/მონაწილის პერსონალური მონაცემები სხვადასხვა
საჭირო სერვის მომწოდებლებს/უფლებამოსილ პირებს, მათ შორის:
14.5.1 გათამაშების ტექნიკურ მხარდაჭერაში ჩართულ უფლებამოსილ პირებს
14.5.2 პირდაპირი მარკეტინგის ფორმით სერვისის მომწოდებელ პირებს
14.5.3 საჭიროებისამებრ სხვა უფლებამოსილ პირებს
14.5.4 სახელმწიფო ან მარეგულირებელ ორგანოებს როცა ამას მოითხოვს კანონი
14.6 მონაცემთა შენახვა
ჩვენს დავამუშავებთ თქვენს/მონაწილის პერსონალურ მონაცემებს, იქამდე სანამ საჭირო
იქნება ზემოაღნიშნული მიზნებით დამუშავებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების
შესრულებისათვის.
14.7 თქვენი/მონაწილის უფლებები
თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით:
14.7.1 უფლება გამოიხმოთ თანხმობა ნებისმიერ დროს (თანხმობის საფუძველზე
დამუშავების შემთხვევაში, ამ შემთხვევაში აღნიშნული უარი ავტომატურად
მიიჩნევა გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე უარად და გამოიწვევს მონაწილის
ავტომატურად გამოთიშვას გათამაშებიდან, გარდა პირდაპირი მარკეტინგის
მიზნით მონაცემების დამუშავებაზე დამატებითი თანხმობის გამოხმობისა) თუ არ
არსებობს უფლების შეზღუდვის საფუძველი.
14.7.2 თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომისა და მცდარი, არაზუსტი ან/და
არასრული მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების უფლება, თუ არ
არსებობს უფლების შეზღუდვის საფუძველი
14.7.3 მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, დაბლოკვის, წაშლის ან განადგურების
უფლება, თუ არ არსებობს უფლების შეზღუდვის საფუძველი
14.7.4 მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება თუ არ არსებობს უფლების
შეზღუდვის საფუძველი
14.7.5 დამუშავების გასაჩივრების უფლება თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული უფლებების
რეალიზების მიზნით მოგვმართოთ 14.1 პუნქტში მითითებულ საკომუნიკაციო
არხების გამოყენებით.
14.8 თანხმობა
ამ წესებისა და პირობების ხელმოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ გაიგეთ აქ
მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები და ეთანხმებით სს
ნიკორა ტრეიდის ს/კ 206255808 მიერ თქენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ამ
თავში მითითებული პირობების შესაბამისად.